ლიმფომის საწინააღმდეგო პრეპარატს სოხუმში გამოცდიან

აფხაზური პრესის განცხადებით, ლიმფომის საწინააღმდეგო ახალ პრეპარატის ადაპტირებისათვის სოხუმში მაიმუნებს გამოიყენებენ.

,,უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩვენ შევძელით რეალიზება იმ იდეის, რომ მოგვეხდინა კურდღლებში ლიმფომის მოდელის შექმნა და ამ მხრივ წარმატებებსაც მივაღწიეთ. ახლა კი გვჭირდება, რომ ძუძუმწოვრები ავცრათ და მათზე გამოვცადოთ. ამისთვის მაიმუნები შევარჩიეთ, რადგან მათი ორგანიზმი მაქსიმალურადაა მიახლოებული ადამიანის ორგანიზმს. კვლევის პროცესი იქნება ხანგრძლივი, შრომატევადი და ხარჯიანი”– განაცხადა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ზურაბ მიქვაბიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ლიმფომა, ავთვისებიანი სიმსივნის ერთერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა, რომლის მრავალი ფორმა არსებობს და სპეციალისტები დიდი ხანია ამ ფორმების კლასიფიკაციაზე მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებისთვის ნაანდერძავი ქართული ხატები
შემდეგი სტატიაკოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს