ლიბიაში ტერაქტებს 20 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ქალაქ ბენღაზში მოწყობილმა სამჯერადმა აფეთქებამ, სულ ცოტა 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათეულობით დაიჭრა.

ლიბიის შეიარაღებული ძალების პრესმდივნის აჰმედ ალ-მისმარის მიერ გაკეთებული განცხადებით, ტერაქტები მიმართული იყო ბენღაზში პოლიციის შენობის, ავტოგასამართი სადგურისა და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის აკილე სალიჰის სახლის აფეთქებისაკენ. მისივე განცხადებით, ტერაქტებს ოცზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათეულობით დაჭრილია.

banner
წინა სტატიაშიაშშ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ღირებულება 2.17 ლარი გახდა