ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ლადო გურგენიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავადაც ადასტურებს.

გურგენიძეს ხელშეკრულების ვადა 2015 წლის დეკემბერში ეწურება, თუმცა, საკითხის კომენტირებისას, გურგენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა, რომ თანამდებობა ამ დრომდე დატოვოს.

19 ივნისს ბანკის აქციონერთა საერთო კრებაა ჩანიშნული. გურგენიძე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 19 ივნისამდე რჩება. ის ბანკის აქციათა 7,33%-ის მესაკუთრეა.

ლადო გურგენიძე 2006 წლიდან „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის ოქტომბრამდე – საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2009 წლის სექტემბერში გურგენიძემ რუმინელ მილიარდერ ბიზნესმენ დინუ პატრიჩიუსთან ერთად დააარსა საინვესტიციო კომპანია ,,Liberty Investments”. 2009 წლის სექტემბერშივე ,,Liberty Investments”-მა შეიძინა ,,ლიბერთი ბანკის” (ყოფილი,,სახალხო ბანკი”) აქციების 91.2%.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველო თავისი პოზიციების დაფიქსირებისთვის რეგულარულად იყენებს
შემდეგი სტატია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს