ლია გიგაური და გიორგი მაჩაბელი სკოლის დირექტორების ტრენინგების მიმდინარეობას რუსთავში გაეცნენ

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საჯარო სკოლის დირექტორთა ტრენინგების მიმდინარეობას რუსთავში გაეცნენ.

პროგრამა „საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისა და ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავდა, მიზნად ისახავს სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის სპეციფიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მართვის ხარვეზების პრევენციის გზების გაცნობას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგ-მოდული მიმართულია სკოლის გაძლიერებისა და ადმინისტირების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. წლის ბოლომდე ტრენინგს ყველა სკოლის დირექტორი გაივლის.

banner
წინა სტატიაშიაქცია კახეთში-პოლიციამ გლეხებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა
შემდეგი სტატია“ფასები რთველის პროცესში გაიზრდება,”- სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე