ლერი ხაბელოვი: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, მეც არ გამოვსულვარ სიტყვით

საქართველოს პრეზიდენტის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე არდასწრებაზე განცხადებას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი აკეთებს. ლერი ხაბელოვი ადასტურებს, რომ მასსა და პრეზიდნეტის ადმინისტრაციას შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მისივე თქმით, სცენარით გაწერილი იყო, რომ ცერემონიაზე სიტყვით მიმართავდა პრემიერი და არა პრეზიდენტი, რის შესახებაც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციას განუმარტა.

ლერი ხაბელოვი არ გამოიცხავს, რომ შესაძლოა, ეს გამხდარიყო გიორგი მარგველაშვილის ოლიმპიადის გახსნაზე არ მისვლის მიზეზი. ხაბელოვი ასევე აღნიშნავს, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ ცერემონიაზე სიტყვით პრემიერი გამოვიდა.

“პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, მეც არ გამოვსულვარ სიტყვით, მით უმეტეს, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ, არ არის ეს გაწერილი. სურვილი მქონდა რომ მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა,” – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის წინასწარ სცენარს “კურიერი“ გაეცნო და სცენარის არცერთ კონტექსტშია ნახსენებია პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ძალისხმევა, რომ რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკა შევაჩეროთ
შემდეგი სტატიაპარლამენტში საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნება