„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხელმოწერების შეგროვება ოზურგეთშიც დაიწყო

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

როგორც ოზურგეთში გამართულ აქციაზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე აცხადებს, ხელმოწერის მსურველები საკმაოდ მრავლად არიან.

„მსურველები საკმაოდ მრავლად არიან და იმედი მაქვს, რომ შეგროვდება საკმარისი ხელმოწერა და დასრულდება ამქვეყანაში მუქთახორა მაჟორიტარული სისტემა“, – განაცხადა შარაშენიძემ.

ოზურგეთის კოორდინატორი დავით მამალაძე კი აცხადებს, რომ მაჟორიტარებმა ხელი შეუშალეს საქართველოში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.

„საქართველოს ყველა ქალაქში მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით, თაღლითი და წურბელა მაჟორიტარული ინსტიტუტის წინააღმდეგ. მაჟორიტარებისა, რომლებმაც ფაქტობრივად ხელი შეუშალეს საქართველოში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. ზოგიერთები დამისვამენ შეკითხვას რამდენი პარტია არსებობს, მაგრამ მინდა დავაკონკრეტო, მრავალი პარტია არ არსებობს, საქართველოში კლასიკური გაგებით ერთადერთი პარტიაა, რომელიც გარკვეულ მსოფლმხედველობაზე და იდეოლოგიაზე დგას, დანარჩენი არის პოლიტიკური დაჯგუფებები, რომლის უკან ბიზნეს ინტერესები, ფულები და ათასი უბედურება დგას. მრავალპარტიულობა არის სახელმწიფოებრივი მოწყობის ქვაკუთხედი და ეს მაჟორიტარები მთელი ამ ხნის განმავლობაში წურბელებივით აზიან და ატყუებენ მოსახლეობას და ამ სისტემის გაუქმებას ვითხოვთ ჩვენი ხელმოწერებით,“ – აცხადებს ოზურგეთის კოორდინატორი დავით მამალაძე.

„ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ორგანიზებული ხელმოწერების შეგროვება დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ახალ ელჩს იან კელის შეხვდა
შემდეგი სტატიამთავარი პროკურატურა ე.წ. “ნარუშილოვკების” სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს