“ლეიბორისტული პარტიის” და “თავისუფალი თაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ

ივანიშვილის ხელსიუფლების მიერ მზადდება კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულება მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელების წინააღმდეგ

“ლეიბორისტული პარტიისა” და ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” ლეიბორისტული პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების თქმით, ლეიბორისტული პარტია და კონკრეტულად მათი ლიდერი შალვა ნათელაშვილი რუსეთიდან ფინანსდება და მათ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება.
“თავისუფალი თაობის” წევრებს პარტიის ოფისის გარეთ ლეიბორისტული პარტიის წევრები დახვდნენ. ლეიბორისტული პარტიის წევრები “თავისუფალი თაობის” წევრებს “პინგვინებსა და რუსი ოლიგარქის მიერ დაქირავებულ პირებს” ეძახიან. თავის მხრივ, “თავისუფალი თაობის” წევრები ლეიბორისტული პარტიის წევრებს რუსული ფულის აღებაში ადანაშაულებენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რათა მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტიდან პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული პაკეტის გაწვევას ითხოვენ
შემდეგი სტატია„ღირსების გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს,” – დავით დარჩიაშვილი