ლეიბორისტები აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ

,,ლეიბორისტული პარტიის კატეგორიული მოთხოვნაა დაუყოვნებლივ შეწყდეს აბაშიძე – კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივად აღიარებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას,,
აღნიშნულის შესახებ განცხადება დღეს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ გააკეთა.
გუგავას თქმით, „მსოფლიო დიპლომატიისათვის უპრეცედენტო და თავხედური ნაბიჯია გრიგოლ კარასინის მთავარ მომხსენებლად დანიშვნა რუსეთის ფედერაციის საბჭოში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციის „დაკანონება – რატიფიცირების“ მიზნით, მაშინ, როდესაც იგივე პირი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე მოლაპარაკებებს მართვას აბაშიძესთან“.

banner
წინა სტატიაშივიქტორ იუშენკო: უკრაინას მომაბეზრებელი ბუზივით ერიდებიან
შემდეგი სტატიამუნიციპალური განვითარების ფონდი მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს