“ლეიბორისტების” გაფრთხილება მთავრობას

ვანიშვილის სადღობელაშვილი ლეიბორისტების წინააღმდეგ გააქტიურდა

დადგენილების გარეშე ჩხრეკის ინიცირებას ლეიბორისტულ პარტიაში აპროტესტებენ. გიორგი გუგავას განცხადებით, ცვლილება ქვეყანაში რეპრესიულ რეჟიმს გააძლიერებს.

პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში ის პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„ეს ანტიდემოკრატიული ნორმა გამოიყენება დიქტატორული მმართველობის ქვეყნებში და მიმართულია მოსახლეობის რეპრესიებისაკენ. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რაც უფრო გააძლიერებს რეპრესიულ რეჟიმს ხალხის წინააღმდეგ, მით უფრო დააჩქარებს თავის პოლიტიკურ აღსასრულს. ასევე მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ამ ნორმის დაკანონების შემთხვევაში ვეტო დაადოს პარლამენტის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიპარიზი ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება
შემდეგი სტატია“როსნეფტის” წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს