,,ლევისის,, ისტორია

1074მსოფლიოში უძველესი და ყველაზე პოპულარული ჯინსების მწარმოებელი კომპანია ,,ლივაი სტროსს,,ი, რომელსაც საქართველოში და რიგ სხვა ქვეყნებში ,,ლევის,,ს ეძახიან, დაარსდა 1853 წელს, აშშ-ში ქალაქ სან ფრანცისკოში, ბავარიელი ებრაელი ემიგრანტის ლივაი სტროსის (იგივე ლიობ შტრაუსის) მიერ!
კომპანიის დაარსება განაპირობა 1849 წელს კალიფორნიაში დაწყებულმა ,,ოქროს ციებ-ცხელება,,მ, რომლის დროსაც ოქროს მაძიებელ ათეულ ათასობით ადამიანს, განსაკუთრებულად გამძლე ტანისამოსი დაჭირდა სამძებრო სამუშაოებისათვის!
ლივაი სტროსმა, 1853 წელს გალანტერიის საქონლით დატვირთული გემი მიაყენა სან ფრანცისკოს პორტს. მან უმოკლეს დროში გაყიდა ყველაფერი რაც კი ჰქონდა გემზე, გაუყიდავი მხოლოდ იალქნები დარჩა. სტროსმა, გემზე მყოფ თერძს, გემის იალქნების მაგარი ნაჭრისაგან შარვლების შეკერვა დაუკვეთა.

Jeansეს შარვლები სტროსმა უმოკლეს დროში და სარფიანად გაყიდა! შეგროვილი ფულით, იმავე პორტში უსაქმოდ მიტოვებული კიდევ 700 იალქნიანი გემიდან (რომელთა ეკიპაჟის წევრებიც ოქროს საძიებლად იყვნენ გაქცეული), იალქნები შეიძინა და გააფართოვა თავისი წარმოება! სულ მალე კი, მან თავის ბიძაშვილ დევიდთან ერთად გახსნა პირველი საფირმო საგალანტერიო მაღაზია ,,Levi Strauss & Co,,!
1872 წელს, ლატვიელმა ემიგრანტმა, ჯეკობ დევისმა, რომელიც იმხანად ცხოვრობდა ნევადის შტატის ქალაქ რინოში და აგრეთვე კერავდა ტანსაცმელს, გამოიგონა იმ პერიოდის ტანსაცმლისათვის ძალიან საჭირო რამ, კერძოდ კი ჯიბის დასამაგრებელი (რადგან იმდროინდელ სამუშაო ტანსაცმელს მალევე ჯიბე ერღვეოდა) მეტალის მოქლონი, ე.წ. ,,ზაკლიოპკა,,! თუმცა ამ გამოგონების დასაპატენტებლად საჭირო 68 დოლარს ვერ მოუყარა თავი და დასახმარებლად ლივაი სტროსს მიმართა, რომლისგანაც ტანსაცმლის შესაკერად ძაფებსა და სხვადასხვა აქსესუარებს ყიდულობდა!

jeans-rivetმათ, 1873 წელს, ერთობლივად დააპატენტეს ეს გამოგონება და მოქლონიან ჯიბიანმა ტანსაცმელმა დამატებითი დიდი მოგება და პოპულარობა მოუტანა სტროსის კომპანიას!
1886 წელს გამოჩნდა ,,ლივაი სტროსი,,ს ცნობილი და დღემდი უცვლელი სავაჭრო ნიშანი ,, ორ ცხენს შორის გაჭიმულ შარვალიანი,, იარლიყი!
1902 წლის 26 სექტემბერს, 73 წლის ასაკში, ლივაი სტროსი გარდაიცვალა! კომპანიის მმართველობა მისმა მემკვიდრეებმა გადაიბარეს!
dclassicjeans1XX საუკუნის 20-ან წლებში ,,ლივაი სტროს,,მა გამოუშვა პირველი ჯინსის შარვალი ე.წ. ,,501,,! აღსანიშნავია, რომ პირველი ჯინსის შარვალი, ქამრის გასაყრელი ყულფების გარეშე გამოვიდა და მისი ტარება, სამხრე ღვედებით, ე.წ. ,,პატიაშკებით,, იყო შესაძლებელი!
კომპანია ,,ლივაი სტროს,,ს დღემდე მისი დამფუძნებლის შთამომავლები მართავენ! გასული საუკუნის 90 წლებიდან კომპანიის მოგება საგრძნობლად შემცირდა, მას შემდეგ რაც მოდაში ფართო ტოტიანი ჯინსის შარვლები შემოვიდა, (ამ პერიოდისათვის ,,ლივაი სტროს,,ი მხოლოდ ვიწრო ტოტიან შარვლებს უშვებდა), თუმცა 2008 წლის მონაცემებით, კომპანიის ბრუნვამ 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა და აქედან სუფთა მოგება 229 მილიონი დოლარი იყო!

banner
წინა სტატიაში,,რობოტი მზარეული,, 14.000 დოლარად (ვიდეო)
შემდეგი სტატიაქმრის ჯინაზე ნაწამები ბავშვი (ვიდეო)