ლევან ყიფიანი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი საპარლამენტო კომიტეტის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს “თითიდან გამოწოვილს” უწოდებს.
როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქმე პიროვნულ დაპირისპირებას ეხება.
“ჩვენ მივყვებით გრაფიკს, რომლითაც ვმუშაობთ. კითხვებზე კი, რომლებიც არსებობს, ამომწურავად გავცემთ პასუხს. ეს იმ პიროვნებების პასუხისმგებლობის საკითხია, რომლებიც ამას აცხადებენ. მე ყველა მათგანთან კარგი და ნორმალური ურთიერთობა მქონდა აქამდე. ამასთან, ხაზს ვუსვამ, რომ ჩემთან მოსვლა და კითხვის დასმა პრობლემა არ იყო და არ არის. ვფიქრობ, მათი პოზიცია თითიდან გამოწოვილია, ეს არის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თამაში, რომელშიც ვერ ჩავერევი, რადგან ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა მაქვს. მე პიროვნულ დაპირისპირებაში არ შევდივარ. მინდა დაგარმწუნოთ, რომ ეს არის პიროვნული დაპირისპირება, პიროვნული პრობლემა და არა სახელმწიფოებრივი. ჩვენ ვიქცევით სახელმწიფოებრივად”, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტის ბრალდებების საკითხზე პრემიერ-მინისტრთან განხილვა არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ რაც გურჯაანში მოხდა, “ნაციონალური მოძრაობის” სპექტაკლი იყო
შემდეგი სტატიაС ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება