ლევან ყიფიანი თანამდებობას ტოვებს

თანამდებებობა სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან ყიფიანმა დატოვა. სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „პირველი რადიო“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს გადაწყვეტილება გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში ყიფიანის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გაიმართვის შემდეგ მიიღეს, სადაც გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს.

გავრცელებული  ინფორმაციით კი, დღეს სამინისტროში 12 საათზე საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. თუმცა, რა საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ კონკრეტდება. არ არის გამორიცხული, რომ პრესკონფერენცია საკადრო გადაწყვეტილებას და უწყებიდან ლევან ყიფიანის წასვლას უკავშირდებოდეს.

ამ გადაწყვეტილებამდე კი მან გუშინ განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან წასვლა არ განიხილებოდა, რომ რჩებოდა პოსტზე და აგრეძელებდა საქმიანობას.

როგორც ცნობილია, ყიფიანის საქმიანობით უკმაყოფილოა საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი. გუშინ კომიტეტის 11-მა წევრმა უმრავლესობიდან საქართველოს პრემიერმინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიღია წერილი მრავალპარტიული დებატების გამართვის მოთხოვნით
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: მთავრობა ლარის “შოკური მდგომარეობის” დასტაბილურების მიზნით ყველაფერს აკეთებს