ლევან კობიაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები

ოლიმპიური სოფლის მერის, ფეხბურთელ ლევან კობიაშვილის განცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ღირსეულად ჩასატარებლად მისი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება . ამის შესახებ ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს ოლიმპიური სოფლის გახსნის შემდეგ განუცხადა.
“მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე გაკეთდა. ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიოა გერქვას ოლიმპიური სოფლის მერი. ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ყველაფერი იქნება გაკეთებული, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს დღეეები”, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური სოფელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. პრემიერმა ოლიმპიური სოფლის მერის პოსტზე ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სისხლიანი ტერაქტი მოხდა… მოკლულია 30-მდე ადამიანი!!!
შემდეგი სტატიატარიელ ხეჩიკაშვილი – ოლიმპიური სოფელი ჰქვია, მაგრამ, რეალურად, ქალაქში გაშენდა ახალი ქალაქი