ლევან კობიაშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ორშაბათიდან იწყებს

ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას ორშაბათიდან იწყებს. ამის შესახებ, კობიაშვილმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია.

ლევან კობიაშვილი, გუშინ თბილისის “დინამოსა” და “საბურთალოს” შეხვედრას დაესწრო, “დინამოელებს” კი გამარჯვება მიულოცა.

პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, მომავალ კვირაში ის აქტიურ შეხვედრებს იწყებს კლუბების წარმომადგენლებთან, რეგიონალურ ფედერაციებსა და ასოციაციებთან.

“მე ვერთვები წინასაარჩევნო კამპანიაში და ორშაბათიდან ვიწყებ აქტიურ შეხვედრებს კლუბებთან, რეგიონალურ ფედერაციებთან და ასოციაციებთან. ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში გაგაცნობთ ჩემს ხედვას, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის მუშაობას.

კვირის განმავლობაში იქნება საინტერესო სამუშაო შეხვედრები, აზრთა გაზიარება და დასკვნითი შეხვედრა ყველა ასაკის ვეტერან ფეხბურთელებთან. ასევე უახლოეს დღეებში დავრეგისტრირდები ოფიციალურ კანდიდატად. წინ ბევრი საიტერესო აქტივობაა დაგეგმილი. ჩემი მიზანია ვიყო მაქსიმალურად გახსნილი გულშემატკივრებისთვის, საზოგადოებისთვის და არამარტო საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, რადგან ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა.

ჩვენ საერთო ძალისხმევით შევუქმნით ქართულ ფეხბურთს უკეთეს მომავალს. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. დინამოელებს კი ვულოცავ გამარჯვებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკიევმა დაასახელა რაიონები, სადაც არჩევნები არ ჩატარდება
შემდეგი სტატიაილია მეორე: ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება, იმედი არ უნდა დავკარგოთ