ლევან კობიაშვილის თქმით ფეხბურთის ფედერაციაში მძიმე მდგომარეობაა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში კერძო აუდიტორული კომპანია მუშაობს. კომპანია ფედერაციაში არსებული ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლის.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფედერაციას დავალიანებები აქვს უეფასთან და სხვადასხვა კონტრაქტორებთან.

არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი გაურკვეველი და არამიზნობრივი კონტრაქტებია გაფორმებული.ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსთავის საფეხბურთო ბაზის მშენებლობის შეჩერებაზე.

“მოლოდინი იმის, რომ სიტუაცია მძიმე იქნებოდა გვქონდა და დავრწმუნდი კიდეც. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ფინანსურად თუ რა მდგომარეობა სრულად უნდა გაირკვეს,”- აცხადებს ლევან კობიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: კურსის პროგნოზირება შეუძლებელია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ქნესეთის თავმჯდომარეს და ოპოზიციის ლიდერს შეხვდა