ლევან თარხნიშვილი: უმრავლესობას მუდმივად აქვს პრობლემა, რომ შეაგროვოს თავისივე უმრავლესობა

დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების გაცდენაზე უნდა იმსჯელონ დღეს კანონმდებლებმა პლენარულ სხდომაზე. საუბარია პარლამენტის რეგლამენტის გამკაცრებაზე.

„დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გამკაცრდეს,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ შესაძლებელია იყოს გარკვეული ნორმები დაწესებული, მაგრამ ამან პოლიტიკურ საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„უმრავლესობას მუდმივად აქვს პრობლემა, რომ შეაგროვოს თავისივე უმრავლესობა,“-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაში55 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაგარემოს დაცვის სამინისტრო წყნეთი-ახალდაბის გზაზე სპეციალური რეჟიმის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს