ლევან თარხნიშვილი ენმ-ს ყოფილ წევრებზე -“ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს, როგორც ქართული ოცნების იმედებს”

პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თარხნიშვილი ყოფილი თანაგუნდელების მომავალ გეგმებზე საკუთარ პროგნოზს აკეთებს.

“ამ ყველაფერს მომავალი არ აქვს, როგორც ქართული ოცნების იმედებს, რომ ამის გამო წნეხი მათზე შემცირდება ან ნაციონალური მოძრაობა დაიშლება და შეწყვეტს არსებობას. ეს არ მოხდება,” – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განმარტებით, პარტია კვლავ ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

“ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას და მივაღწევთ იმას, რომ ივანიშვილი და მისი ამალა ჩამოშორდება ხელისუფლებას,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით იუსტიციის სკოლაში 11 მსმენელი ჩაირიცხა
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე მის ხელთ არსებულ დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს