ლევან ვარშალომიძე პეტრე პოროშენკოს მრჩევლად ინიშნება

ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი უკრაინის ხელისუფლებაში. უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლად ლევან ვარშალომიძე დაინიშნა.

აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი უკრაინის ხელისუფლებაში ეკონონომიკურ მიმართულებას ჩაიბარებს.

“რუსთავი2-თან” ინტერვიუში ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული.

“საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია,” – აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

banner
წინა სტატიაშიეს “ნაციონალების” კი არა, ხელისუფლების იმპონტეციის ბრალია,” – ნინო ბურჯანაძე
შემდეგი სტატიაევროსაბჭო საქართველოს ხელისუფლებას უგულავას პატიმრობის გამო საყვედურობს