ლევან ვარდოსანიძე: ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი 9 აპრილის ბაღში საზეიმოდ გაიხსნათბილისში, 9 აპრილის ბაღში, ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლთან საპატრულო პოლიცია მუშაობს. მსახიობის ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძე ძეგლის სანახავად სულ რამდენიმე წუთის წინ მივიდა. როგორც ვარდოსანიძე აცხადებს, შეუძლებელია წარწერა თავისით ჩამოვარდნილიყო. მისივე განცხადებით, ეს არის ვანდალური ქმედება.

“როგორ შეიძლება გუშინ გახსნილი ძეგლი დღეს ასე ვანდალურად დააზიანონ. ცნობილი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის მტრობა ჩემთვის გაუგებარია, წარწერა, რომელიც მოგლეჯილია, ძვირფასი ლითონის არ არის”, – განაცხადა ლევან ვარდოსანიძემ და დასძინა, რომ ამ წარწერაზე მუშაობა საკმაოდ რთული იყო. მისივე განცხადებით, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე ფაქტია.

9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი სავარაუდოდ წუხელ დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა – “ოთარ მეღვინეთუხუცესი” მთლიანად მოგლეჯილია.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: პუტინი ნამდვილი ბულდოგია ომში
შემდეგი სტატიაოთხ-ხუთ წელიწადში რუსეთს ერთდროულად სამ ფრონტზე ბრძოლა შეეძლება – აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაური