ნატო-ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ლევან დოლიძემ საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა. – ამის შესახებ „თაიმერს“ ცენტრიდან აცნობეს.
დამფუძნებლების განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) არის დამოუკიდებელი, პოლიტიკურად მიუმხრობელი ორგანიზაცია, რომელიც განვითარების, დემოკრატიის, ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს.
ლევან დოლიძემ ნატო-ში საქართველოს ელჩის თანამდებობა 26 იანვარს დატოვა.