ლევან გვაზავას ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება

მორიგი თავდასხმა

შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილია პოლიციის გენერალი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავაოქროყანაში მომხდარი ინციდენტის დროს მოკლული ყოფილი პოლიციელი, რევაზ კალომლეწავია, რომელიც ლევან გვაზავას ახლო ნათესავია.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა კი თავის არეშია დაჭრილი, კერძოდ ტყვია სახეში აქვს მოხვედრილი და ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.მისი მდგომარეობა მძიმეა.
ლევან გვაზავა ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცველთა ლიგის” წევრია.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ის დეიდაშვილთან ერთად, რომელიც ინციდენტისას მოკლეს, ოქროყანაში ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. ინციდენტი კი თბილისში უკან დაბრუნებისას მოხდა.
თავდასხმის ადგილი ამ დრომდე გადაკეტილია. იქ იმყოფება შს მინისტრი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილი ჟურნალისტის მამის მიმართვა ობამას
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში “სევერის” ხელმძღვანელის მოადგილე მოკლეს