ლევან ბერძენიშვი: ,,ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ,,

პარლამენტის წევრი და რესპუბლიკური პარტიის ერთერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი, საკუთარ პარტიას დაბადების დღეს სოციალური ქსელით ულოცავს…

,,ჭკუას ვკარგავ, ფეისბუქში დედები რომ შვილებს მიმართავენ ხოლმე დაბადების დღეს. მამები ამ მხრივ იშვიათად აქტიურობენ. ასე რომ, ისევ დედებს მივბაძავ:

შვილო! დღეს შენ უკვე ბავშვი აღარ ხარ, 37 წლის ხარ, ჭკუაც მოგეკითხება და თუ მოარულ ჭორებს დავუჯერებთ, უკვე „ყველაფერში დამნაშავეც შენა ხარ“. ჩვენ, მამებს მაინც გვიყვარხარ და გვეამაყები. ათას სიხარულს გისურვებ, იუბილარო, 1978 წლის 21 მაისს, თბილისში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, კვირა დღეს დაბადებულო საქართველოს რესპუბლიკურო პარტიავ! ორი „წ”, წინსვლა და წარმატება ყველა რესპუბლიკელს!

Principes mortales, Res Publica aeterna!
(ლათ.: წინამძღოლები მოკვდავნი არიან, რესპუბლიკა უკვდავია),, წერს ლევან ბერძენიშვი ,,ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: გასულ კვირაშიც ვთქვი, რომ ლარი დაიწყებდა გამყარებას და ეს ასეც მოხდა
შემდეგი სტატიადემურ გიორხელიძე: პარლამენტი არ ასრულებს თავის ფუნქციას