ლევან ბერძენიშვილი: ფარისევლურია ნათქვამი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში რუსთავი2-ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებებს დღეს დილიდან ეხმაურებიან პოლიტიკოსები.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს განცხადების მხოლოდ იმ ნაწილში ეთანხმება, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში უნდა იყოს დაცული.

თუმცა, ისინი გიორგი მარგველაშვილს არ ეთანხმებიან იმ პარალელების გავლებაში, როდესაც პრეზიდენტი ტელევიზიებთან მიმართებაში ძველი მთავრობების ქმედებებს იხსენებს.

„ფარისევლურია ნათქვამი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა, კი არ გადადგა, ამის მერე გახდა უფრო ერთმმართველი პრეზიდენტი. ეს სპექტაკლი ახლა არ არის გასახსენებელი, რადგან შესაძლოა, დღევანდელმა მთავრობამ სწორად ვერ გაიგოს ეს შენიშვნა,“ – აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით