ლევან ბერძენიშვილი: პრეზიდენტთან დებატები არ შეიძლება

გაიმართება თუ არა დებატები პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ? ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.

უმრავლესობა მხოლოდ ფრაქციათა ლიდერების გამოსვლას თანხმდება, თუმცა ისინი ასევე აცხადებენ, რომ თუ ბიუროზე დებატების ფორმატის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

“კოალიციაში ვფიქრობთ, რომ უმჯობესია, ფრაქციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ, საკმაოდ დრო არსებობს ამისთვის, არ მივცეთ ამას სკანდალური შინაარსი,”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტში დებატების გამართვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ქართული-ოცნება რესპუბლიკელების წევრმა ლევან ბერძენიშვილმაც.

“პრეზიდენტი ერთიანობისა და სიმშვიდის სიბმოლოა, პრეზიდენთთან დებატები არ შეიძლება, ერთმანეთთან დებატებს რაც შეეხება, მაგის მეტს რას ვაკეთებთ, მაგისთვის პრეზიდენტი რაში გვჭირდება,”-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტში 31 მარტს ელოდებიან. საბოლოო გადაწყვეტილებას დებატების შესახებ დეპუტატები ბიუროს სხდომაზე მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია : ეს არ არის შუძლებელი, ურბალოდ ამ წუთას არარეალურად მეჩვენება
შემდეგი სტატიაქართველი მეომარი უკრაინის ფრონტიდან ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს