ლევან ბერძენიშვილი: მაგიური სიტყვა, რომელსაც პარლამენტში ნებისმიერი კანონი შეუძლია გაიტანოს, ვიზალიბერალიზაციაა

ერთადერთი მაგიური სიტყვა, რომელსაც შეუძლია პარლამენტში ნებისმიერი კანონი გაიტანოს ვიზალიბერალიზაციაა, – ამის შესახებ ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა “აღმოსავლეთ პარნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის” საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებს შეეხებოდა.
ლევან ბერძენიშვილმა მაგალითად მოიყვანა შრომის უფლებების შესახებ კანონმდებლობა, რომელმაც პარლამენტში დიდი დისკუსია გამოიწვია, თუმცა მისი თქმით, მას შემდეგ რაც ითქვა, ოქროს სიტყვა “ვიზალიბერალიზაცია” და ის, რომ ამას ითხოვდა სწორედ ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი, კანონპროექტი მიღებული იქნა მეორე მოსმენით. ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს მესამე მოსმენითაც მიიღებენ.
კიდევ ერთ-ერთი ურთულესი კანონი ბერძენიშვილის თქმით, იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც პარლამენტმა ხმათა დიდი უმრავლესობით დაამტკიცა.
“პარლამენტის წევრებს აქვთ ძალიან სერიოზული შეგრძნება იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩვენი თაობის ერთ-ერთი უსერიოზულესი გარღვევა იქნება, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე საქართველოში არის ასევე დიდი საზოგადოებრივი თანხმობა.

banner
წინა სტატიაში“ვლადიმერ პუტინს ბარაკ ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს”
შემდეგი სტატიარუსეთის სასკოლო პროგრამაში ყირიმის და რუსეთის გაერთიანების დღე შევა