ლევან ბერძენიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

12-13 ივლისს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში საპრეზიდენტო ტროიკის სპეციალური მიწვევით დამკვირვებლის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის ინფორმაციით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ აქტიური საპარლამენტო დიპლომატიის წარმოების, ევროპის ეროვნულ პარლამენტებთან და ევროპარლამენტთან ნაყოფიერი პარტნიორობის შედეგად, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით კომიტეტი უკვე მეოთხედ იქნა მიწვეული COSAC-ის ღონისძიებებში (საბერძნეთში, იტალიაში, ლატვიასა და ლუქსემბურგში) მონაწილეობის მისაღებად. თუმცა, კომიტეტის ვიზიტი COSAC-ის ბიუროს სხდომაზე პირველია და ამ მხრივ, დიდ მნიშვნელობას ატარებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი მოწინავეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტებს შორის, რომელმაც ასოცირება მოახდინა ევროკავშირის ისეთ მნიშვნელოვან საპარლამენტო ფორუმთან, როგორიცაა კოსაკი.
“COSAC-ი აერთიანებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტებსა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას. საპარლამენტო კომიტეტების ეს გაერთიანება 1989 წელს შეიქმნა, როდესაც ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები შეთანხმდნენ გაეძლიერებინათ ეროვნული პარლამენტების როლი ევროკავშირის პოლიტიკის შემუშავებაში.
კოსაკის საშუალებით ეროვნული პარლამენტები ევროკავშირის კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მონაწილეობენ, განიხილავენ ინიციატივებს მოქალაქეთა ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა. კოსაკის უნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა, შეიმუშაოს დასკვნა და დეკლარაცია ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს საყურადღებოდ. სპეციალიზებული საპარლამენტო კომიტეტების ეს ფორუმი ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის პოლიტიკურ დიალოგის განვითარებას და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას ევროკავშირის პარლამენტებს შორის.
კოსაკს ხელმძღვანელობს საპრეზიდენტო ტროიკა (ევროკავშირის წინა, ახლანდელი და მომავალი პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტი) და პრეზიდენტ პარლამენტად გვევლინება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტი (ამჟამად ლუქსემბურგის პარლამენტი).
პრეზიდენტი ქვეყნის დედაქალაქში წელიწადში ორჯერ იმართება კოსაკის თავმჯდომარეთა შეხვედრა და კოსაკის პლენარული სესია, რეგლამენტის მიხედვით, სხდომებში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს (თურქეთი, ალბანეთი, მონეტენეგრო, სერბეთი, მაკედონია). კოსაკის რეგლამენტის შესაბამისად, დაინტერესებულ პარლამენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საპრეზიდენტო ტროიკის გადაწყვეტილებით ერთჯერადი დამკვირვებლის სტატუსით მიიღოონ მონაწილეობა მის სხდომებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაწილეობა ერთჯერადი სტატუსით შემოიფარგლება და ევროკავშირის ყოველი შემდგომი თავმჯდომარე ქვეყნის მოწვევის საფუძველზე ხორციელედება.
COSAC-ში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტს მისცემს საშუალებას, რომ უფრო მჭიდროდ ჩაერთოს ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობის პროცესში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის მიმართულებით”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო “რუსთავის ფოლადის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მტერს ემსახურება