ლევან ალაფიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

იურისტი ლევან ალაფიშვილი პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს, როგორც ალაფიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის ადოკატის სტატუსს ატარებს და შესაბამისად მის დაკითხვასთან დაკავშირებით კანონი შეზღუდვას აწესებს. იურისტი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, ადვოკატთა ასოციაცია და სასამართლო შესაბამის შეფასებას მისცემ სამ ფაქტს:

”აჰა, ეს დროც დადგა – დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დაგემოვნების ჩემი ჯერიც დადგა. ერთი საათი არც არის გასული გორის პროკურატურის გამომძიებელმა (ლევანი) და საგამოძიებოს უფროსმა (დავითი) მაცნობეს 2001 წლის საქმეზე, რომელზეც კლიენტის ინტერესებს ვიცავდი და არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (!) მოწმედ უნდა დაგკითხოთო. კოლეგებს თავაზიანად ვუთხარი, რომ მაშინაც და დღესაც ადვოკატის სტატუსს ვატარებ-თქო, შესაბამისად „ადვოკატთა შესახებ“ კანონისა და სისხლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად კანონი შეზღუდვას აწესებს, მოწმედ ვერ ვიქნები არც ვალდებულება მაკისრია (სსსკ 50 მუხლი) და ვერც კანონით დაკისრებულ პროფესიულ ვალდებულებას (ადვოკატთა შესახებ კანონის მე-7 მუხლი) დავარღვევ, მითუმეტეს საქმეზე, რომელიც დასრულებულია, არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და გასულია გადასინჯვის/განახლების 5 წლიანი ვადაც. კპლეგებს ანალოგის სახით მივუთითე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი მოსამართლის მოწმედ დაკითხვის დარია ადვოკატის მოწმედ გამოძახება-თქო; ამაზე კი საგამოძიებოს უფროსმა მომიგო, რომ მოსამართლის მოწმედ დაკითხვის შეზღუდვა სულაც არ აქვს გამოძიებასო. მივხვდი რომ კამათს აზრი არ აქვს მაშინ როცა კონსტიტუციის ორი მუხლით გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობას შეზღუდვად არ მიიჩნევენ და აპირებენ არათუ ჩემი, ადვოკატის მოწმედ დაკითხვას, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიას14 წლის შემდეგ!
იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცი რა შინაარსის ოქმს შეადგენენ გორის გამომძიებლები, აქაც გავიმეორებ რომ ჩემი, როგორც ადვოკატის მოწმედ გამოცხადებას და დაკითხვას მათაც და მეც კანონი გვიზღუდავს და შესაბამისად ეს ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული, რაც ნიშნავს რომ უარს კი არ ვამბობ, კანონს ვემორჩილები.
ჰო, კიდევ ამ ჩვენს საუბარს მინიმუმ ორი მოწმე შეესწრო (ჯერ არ ვასახელებ), გამომძიებლის ზარი კი ამ ნომრიდან შემოვიდა 577211250.
იმედი მაქვს პროკურატურა, სახალხო დამცველის აპარატი, ადვოკატთა ასოციაცია და სასამართლო ჯეროვან შეფასებას მისცემს კანონისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ადვოკატის მოწმედ გამოძახების, აგრეთვე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რევიზიის მცდელობას.”- წერს ლევან ალაფიშვილი.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა”
შემდეგი სტატია,,შარლი ებდომ,, დაღუპულ სირიელ ბავშვებს დასცინა… ?