ლაშა აბაშიძის განცხადებით, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა

თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. ჩვენ უფრო ეფექტურად უნდა განვავითაროთ თბილისი. შესაბამისად, იქნება ახალი ხელმძღვანელი და სწორედ მასთან ერთად მოხდება ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება”, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ავთანდილ სუდაძემ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დღეს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ მელიქიშვილი – სამი წლის განმავლობაში ზედიზედ უფასურდება ეროვნული ვალუტა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: წინა ხელისუფლებას ზუსტად 10-ჯერ მეტი ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა გაცემული