ლატვიის პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა აქტიურად მუშაობენ უვიზო მიმოსვლისთვის

Newly appointed Prime Minister Laimdota Straujuma gestures as she speaks to the media during a news conference in Riga January 6, 2014. Latvia's President Andris Berzins appointed on Monday current Agriculture Minister Straujuma as the first female prime minister of the Baltic state which joined euro zone on January 1. REUTERS Ints Kalnins (LATVIA - Tags: POLITICS)

რიგის სამიტზე მიღებული დეკლარაცია გულისხმობს ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ლაიმდოტა სტრაუიუმა განაცხადა.
ლატვიის მთავრობის თავმჯდომარემ მიღებულ დეკლარაციაზე ვრცლად ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ დეკლარაცია “სერიოზულ თანამშრომლობასთან” ერთად “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მიერ რეფორმების გაგრძელებასაც გულისხმობს.
“ჩვენი ღონისძიება დამატებითი სტიმულია იმისთვის, რომ ევროკავშირის სტრატეგიული ურთიერთობები სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან გამყარდეს. რიგის სამიტის დეკლარაცია, რომელიც ახლახან არის მიღებული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ის გულისხმობს ძალიან სერიოზულ თანამშრომლობას ევროკავშირსა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის და იმ საჭიროებას, რომ მიღწეულ იქნას დამატებითი პროგრესი, გამყარდეს დამატებით ჩვენი ურთიერთობები და კავშირები. მოხარული ვარ, რომ დეკლარაცია ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს”, – განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, მისი ვარაუდით, საქართველო და უკრაინა თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღებას მას შემდეგ შეძლებენ, რაც აღნიშნული ქვეყნების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ევროკომისია დადებით დასკვნას დადებს.
“ჩვენ უკვე მოლდოვასთან წარმატებით ვახორციელებთ უვიზო რეჟიმს. დღეს მინდა ხაზი გავუსვა საქართველოსა და უკრაინის წვლილს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ ყველა იმ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რაც, სავარაუდოდ, გამოიწვევს ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებას და მას მოჰყვება უვიზო რეჟიმის შემოღება”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიობამა ტუნისს ახალ სტატუსს ანიჭებს
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: უკრაინასა და საქართველოზე არის დამოკიდებული როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო