ლატვია რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაზე მუშაობს

ლატვია რუსეთთან საზღვრის გაძლიერებაზე მუშაობს. “ევროპეისკაია პრავდას” ცნობით, ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, რიჰარდ კოზლოვსკისიმ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის გაძლიერების გეგმები მომდევნო ოთხ წელზეა გაწერილი. ამასთან, როგორც კოზლოვსკისიმ აღნიშნა, იგეგმება ლატვიის აღმოსავლეთ საზღვარზე 12 მეტრის სიგანის ზოლის აშენება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისათვის 2015 წლის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ევრო უკვე გამოიყო.
სასაზღვრო ზოლის გავლებისთვის აქტიური სამუშაოები 2017 წლიდან დაიწყება. პროექტი საერთო ჯამში 15 მილიონი ევრო დაჯდება. რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნები შეშფოთებულები არიან. რეგიონის ლიდერები ფიქრობენ, რომ საფრთხე მათაც ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშირატომ მოკლეს 220 ათასი ადამიანი სირიაში?
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს