ლატვია: პედაგოგი ვალდებულია სამშობლო უყვარდეს

ლატვიაში პირველი სექტემბრიდან ახალი განათლების შესახებ კანონი შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც ყველა მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ვალდებულია ლოიალური იყოს საკუთარი სახელმწიფოსადმი.

“სახელმწიფოსადმი ლოიალური დამოკიდებულების დათვლისას დიდი ყურადღება მიექცევა პიროვნების მოქმედებებს, გამონათქვამებს ან მოქმედებებს” – განაცხადა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, მასწავლებლები ვალდებული იქნებიან სახელმწიფოში მიღებული ოფიციალური ისტორიული წყაროებით ილაპარაკონ.
ახალი ნორმების მიხედვით, პედაგოგიური კოლექტივი დირექტორის ლოიალობას შეაფასებს, ამასთანავე, არა მხოლოდ სამსახურში, არამედ, პირად ცხოვრებაშიც.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, მაკონტროლებელი ორგანოები რა მეთოდებით შეაგროვებენ პირადი ცხოვრებიდან მონაცემებს, ან დასჯის რა მეთოდები მოყვება კანონის დარღვევას.

banner
წინა სტატიაში“რუსეთმა ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი არ უნდა აღიქვას და შეაფასოს, როგორც საფრთხე”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძის პრესსმდივანი თინა ხიდაშელის ბრალდებებს პასუხობს