ლას-ვეგასში დადგეს 200 კილოგრამიანი “ბიჭი, რომელიც შარდავს”

ლას-ვეგასში დადგეს 200 კილოგრამიანი

ლას-ვეგასში დადგეს 200 კილოგრამიანი "ბიჭი, რომელიც შარდავს"ლას-ვეგასში ბელგიელი სკულპტორის “ბიჭი, რომელიც შარდავს” კოპია დადგეს – ამის შესახებ The Washington Times ავრცელებს ინფორმაციას. ძეგლი ორიგინალზე ორჯერ დიდია და 200 კილოგრამს იწონის.
ძეგლის დადგმის შესახებ კონტრაქტი 100 წლით არის გაფორმებული, შესაძლო გაგრძელებით. ლას-ვეგასის ინდუსტრიაში ეს ყველაზე გრძელვადიანი კონტრაქტია.
“ბიჭი რომელიც შარდავს” დადგმულია კაზინო და სასტუმრო The D-ს გვერდით.

კაზინოს მფლობელებმა დერეკ და გრეგ სტივენსებმა თქვეს, რომ მათ ბელგიური წარმომავლობა აქვთ და ხშირად არიან ბრიუსელში. ბიზნესმენები იმედოვნებენ, რომ ძეგლის ამერიკულ კოპიას ხშირად მორთავენ სხვადასხვა კოსტუმებით.

“ბიჭის” ორეული ლას-ვეგასში პირველი არ არის. ქალაქში უკვე დადგმულია ეიფელის კოშკი და სფინქსი.

“ბიჭი, რომელიც შარდავს” ბუსელის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, ძეგლი-ფანტანი შიშველი ბიჭის ფორმით, ბასეინში შარდავს. ძეგლი, რომელიც ბრიუსელის სიმბოლოა, არა ერთხელ მოიპარეს. 1745 წელს ომის დროს ის ინგლისელმა ჯარისკაცებმა წაიღეს. 1817 წელს კი ფრანგმა მოიპარა, რომელიც ციხიდან რამდენიმე ხნით ადრე იყო გამოშვებული.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად რუსეთის როტაციის პრინციპით არჩევას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაესპანეთს გეი-ტურისტების მექას ეძახიან