ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა

აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.2635 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კიდევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის თანახმად, ხვალიდან, 26 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2635 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2619 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი ჩინოვნიკის უპრეცედენტო განცხადება ქართული მხარის მოქმედებებზე
შემდეგი სტატიაუგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას–ვალერი გელბახიანი