ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ოფიციალური მონაცემების თანახმად ლარი როგორც დოლართან ასევე ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.

თუ დღეს 1 დოლარი 2.3033 ლარი იყო ხვალიდან მისი ოფიციალური კურსი 2.3112 იქნება, რაც შეეხება ევროს გაუფასურების მაჩვენებელს, ის დაახლოებით 2 თეთრია.

თუ დღეს ოფიციალურად 1 ევრო 2.5177 ლარი იყო ხვალ ოფიციალური კურსის თანახმად 1 ევრო 2.5349 ლარი იქნება.

კომერციული ბანკების მონაცემები გაცილებით მაღალია.

საქართველოს ბანკში 1 დოლარი 2.3320 ლარია. 1 ევრო კი 2.5850 ლარი.

რაც შეეხება TBC ბანკს, აქ 1 დოლარი 2.3350 ლარია ხოლო 1 ევრო 2.5910.

ეროვნული ბანკის მონაცემები სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ხვალიდან აისახება.

banner
წინა სტატიაში“საზოგადოება მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის მზად არ არის”
შემდეგი სტატიაბათუმის საკრებულოს სხდომაზე ანბანის კოშკის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა