ლარი დღესაც გამყარდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს კიდევ ერთხელ გამყარდა. რამდენიმე წუთის წინ ეროვნულმა ბანკმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 24 სექტემბრიდან 1 ამერიკული დოლარის ფასი 2.4075 ლარი გახდება. ცვლილება ძველ კურსთან შედარებით 0, 0011 ლარია.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 26 960 000 აშშ დოლარი გაიყიდა, რის გამოც ლარი გუშინ 4 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, ხვალიდან ეროვნული ბანკის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ერთი ევროს ღირებულება 2.6841 ლარი იქნება. ლარი ევროსთან მიმართებაში გუშინაც გამყარდა.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენენ
შემდეგი სტატიაბადრი კალანდარიშვილი: ჩემთვის მიუღებელია იმ პარტიაში ყოფნა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნავში ჩაჯდა