ლარი დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ხვალიდან, 27 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.2494 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.2635 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან 27 თებერვლიდან 1 ევროს შეძენა 2.5564 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5675 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0111 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ინგლისის დედოფალს შეხვდა