ლარი გაუფასურებას განაგრძობს

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ლარი ისევ უფასურდება. ოფიციალური კურსის მონაცემები ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა, რომელიც ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად დგინდება.

ამ მონაცემებით, დღეს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.3637-ით განისაზღვრა. გუშინ ეს მაჩვენებელი 2.3632 იყო.

ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი მცირედით გამყარდა. კერძოდ, 16 მაისიდან ერთი ევროს შეძენა 2.6840 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7016 ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკი ვალუტის ოფიციალურ კურსს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, ბანკთაშორისო ვაჭრობის შედეგად განსაზღვრავს. პარასკევს განსაზღვრული კურსი კი ორშაბთის დღის ბოლომდე მოქმედებს.

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კურსი გაცილებით მაღალია.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიააშშ-ის სასამართლომ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა