”ლარის მდგომარეობა საერთაშორისო პროცესების შედეგია,” – ნოდარ ხადური

ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია

ლარი დღის ბოლოს მცირედით გამყარდა. თუმცა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

“ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ფინანსთა სამინისტროში.

დღის ბოლოს ნოდარ ხადურმა განმარტა, რომ ლარის მდგომარეობაზე საერთაშორისო პროცესები მოქმედებს.

“ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას. მათ შორის ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა რეგიონში, სადაც ყველა ქვეყანამ გააუარესა ეკონომიკური ზრდის პროგრესი. ჯერ ერთი თვეც არ არის გასული ახალი წლიდან, ჩვენ არ გვაქვს ამ დროისთვის შესაბამისი ინფორმაცია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან, “ეროვნულ ბანკთან,” საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი. ამ ეტაპზე საკმარისი ინფორმაცია, რომელიც პროგნოზის დაზუსტების საშუალებას მოგვცემს, არ გვაქვს,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, “ეროვნული ბანკის” მიერ გამოცხადებული და დაანონსებული გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა  გიორგი ქადაგიძის უწყების ექსკლუზიური უფლებაა.

banner
წინა სტატიაშითამარ ბერუჩაშვილი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი დროებით შეჩერებულია, თუმცა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება
შემდეგი სტატია“2014 წელი იყო შავი წელი ევროპის უსაფრთხოებისათვის,” – იენს სტოლტენბერგი