ლარის კურსს თქვენ ვეღარ იმორჩილებთ, სამაგიეროდ პრემიებს კარგად იმორჩილებთ–ემზარ ქვარიანი

ლარის კურსს თქვენ ვეღარ იმორჩილებთ, სამაგიეროდ პრემიებს კარგად იმორჩილებთ„მებრძოლ-პატრიოტთა კავშირის“ თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო მთავრობას მიმართვას.

-„ხელისუფლებავ, ქამრების შემოჭერა კი არა, ქამრების გადაჭერა გინდათ თქვენ!
ცოტა გონს მოეგეთ და მიწაზე დაეშვით, მაღლა-მაღლა რომ დაფრინავთ და სხვა პლანეტაზე რომ ხართ ხალხისგან შორს. ლარის კურსს თქვენ ვეღარ იმორჩილებთ, სამაგიეროდ პრემიებს კარგად იმორჩილებთ. პირდაპირი გაგებით გეუბნებით ,თქვენ ხომ არა გძმარავთ? ხალხს წამლის ფული და სურსათის ფული არა აქვთ და თქვენ რა ნამუსით იღებთ კიდევ პრემიებს? თვე თვეში ჩასვით, არ გააცდინოთ!

მოგიწოდებთ, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ყოველგვარი პრემიების გამოწერა და თქვენი კეთილდღეობის მოწყობა ხალხის ხარჯზე, თორემ მართლა მოგიწევთ ხალხისგან ქამრების გადაჭერა. ეკონომიკური კრიზისია? ლარი გაუფასურდა? თქვენი ნაკურთხი პრემიები დააბრუნეთ ქვეყნის ბიუჯეტში და უკეთესად დარეგულირდება ლარის კურსი“–აცხადებს ქვარიანი

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე:-„როგორც კი აჟიოტაჟი დასრულდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო
შემდეგი სტატიაშსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს