ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს–გიორგი კვირიკაშვილი

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

186-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი არასრუწლოვანიეკონომიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, მთავრობა აბსოლუტურად აცნობიერებს იმ ეკონომიკურ ეფექტებს, რომლებიც სახეზეა და აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა.
“ეროვნულ ბანკთან ჩვენ გავქვს ძალიან კარგი კოორდინაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ერთად. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება არის ერთიანი და გუნდური. რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკა არის მათი პრეროგატივა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩარევის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. არ არსებობს ზეწოლა, რომელიც აიძულებდა ეროვნულ ბანკს, რომ ჩარეულიყო კურსის და დაკორექტირებაში. უნდა ითქვას, რომ აბსულუტურად ვაცნობიერებთ იმ საგარეო ეკონომიკურ ეფექტებს, რომელიც სახეზეა. გვაქვს ძალიან მკაფიო სამოქმედო გეგმა და ამ გეგმას ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ამ გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წელს ინფრასტრუქტურული პრექტების კალათის გაზრდა და დონორების დამატებითი დაფინანსების მოძიება.
“ვფიქრობ, ამას წარმატებით გავართმევ თავს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ინგუშეთთან გზისა და რკინიგზის მშენებლობის საკითხის განხილვას უარყოფს
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი – რიგის სამიტზე მოვითხოვთ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლის თაობაზე მხარდაჭერა მიიღოს