ლანჩხუთში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარები მიადუღეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ხმაურია. შემთხვევის ადგილზე მისულები არიან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარები მიადუღეს. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის.

„მოვითხოვთ გაუქმდეს ეს ორგანიზაცია, ესენი ქვეყნისთვის სამარცხვონოები არიან“,- აცხადებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

banner
წინა სტატიაში“საქართველოში მთავრობა არ აკონტროლებს მართლმსაჯულებას”
შემდეგი სტატიაკახა ცხადაძე ფეხბურთელებისთვის ფინანსურ მოტივაციასაც ითხოვს