ლავროვმა ჩირიკბასთან მოლაპარაკება შეაჯამა

დღეს 11 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის აფხაზ კოლეგა ვიაჩესლავ ჩირიკბასთან მოლაპარაკებების  შედეგები პრესკონფერენციაზე შეაჯამა…

,,ჩვენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შინაარსიანი საუბარი გვქონდა… განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის  ორმხრივი, განვითარებადი ურთიერთობების მდგომარეობა, რომელსაც საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა… ამასთან დაკავშირებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება 5 მარტს ძალაში შესულ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას. ჩვენ შევთანხმდით, შევიმუშავოთ სექტორალური შეთანხმებები, რომელიც ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, რათა მთლიანობაში გავაძლიეროთ სამართლებრივი ბაზა ისეთი სფეროების ჩართვით, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, სოციალური და ჰუმანიტარული სფეროები,, განაცხადა ლავროვმა.

პრესკონფერენციაზე, ლავროვმა განაცხადა, რომ  მოლაპარაკებების დროს ჟენევის დისკუსიის საკითხების განიხილეს. ,,ვიმსჯელეთ, ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხრივ საქმის ვითარებაზე. განვიხილეთ ჩვენი დელეგაციის მონაწილეობის საკითხი კონსულტაციების მომდევნო რაუნდში. ვეცდებით მივაღწიოთ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად დამავალდებულებელი შეთანხმებების მიღებას, რომლებიც ამიერკავკასიაში 2008 წლის განმეორებას გამორიცხავს,, აღნიშნა ლავროვმა

 

banner
წინა სტატიაშილავროვმა მოსკოვ-სოხუმი-თბილისის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიარკინიგზის გასახსნელად ზეწოლა იწყება – აცხადებს რომან გოცირიძე