ლავროვი ევროპას ,,სარკისებრ,, პასუხს პირდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი მზადაა პასუხი გასცეს ევროპას, ბელგიაში საფრანგეთსა და ავსტრიაში რუსული ქონების დაპატიმრების გამო.
,,პასუხის ანალოგირობა რა თქმა უნდა იქნება. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სიტუაციაში, რომელიც საერთაშორისო საკითხებს უკავშირდება. პასუხის ანალოგიურობა არის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი. ამ შემთხვევაში უარყოფითი იქნება… ჩვენ ვთვლით, რომ სარკისებრად უნდა გავცეთ პასუხი ყველაფერს რაც ჩვენს წინააღმდეგ ხდება,, განაცხადა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ 17 ივნისს, ბელგიაში დაწყებული რუსეთის ფედერაციის ქონების დაპატიმრება გუშინ საფრანგეთმა და ავსტრიამ განაგრძო… აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა პარიზში არსებული პროპუტინული, მრავალენოვანი რუსული ტელეკომპანია ,,რაშა თუდეის,, საკუთრებაში არსებული ოფისი დააყადაღა.
ავსტრიის ელჩმა რუსეთში ემილ ბრიქსმა, სამუშაო დღის ბოლოს სააგენტო ,,რია-ნოვოსტი,,-ს დაუდასტურა, რომ მისმა სახელმწიფომაც დააყადაღა რუსული აქტივები. ბელგიის ელჩისაგან განსხვავებით, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს პროტესტი გადასცა, ჯერჯერობით ლავროვის უწყებას ავსტრიელი ელჩი არ დაუბარებია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ბელგიური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ,,იუკოს იუნივერსალ ლიმითედის,, რომლის ექს-ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი იყო, აქციონერები კომპანიის გაკოტრებისა და 2007 წელს ლიკვიდირების გამო, რუსეთის ხელისუფლებას 1 მილიარდ 652 მილიონ 685 ათას 360,24 ევროს ედავება

banner
წინა სტატიაშივეფხვის გამოსატყუებლად სპეციალურად ლეშის დადებას აპირებენ
შემდეგი სტატიაპროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება