ლავროვის სიტყვებს სიცილი და წამოძახილები მოჰყვა

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრამიუნხეის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკანდალი მოყვა

რამდენიმე დასავლური ქვეყნის ხელმძღვანელმა მის გამოსვლას ხმამაღალი დაცინვით და წამოძახილებით უპასუხა. ლავროვი თავშეკავებულად შეხვდა რეაქციას – წერს რუსული გამოცემა „კომერსანტი.“
ლავროვამდე კონფერენციაზე ანგელა მერკელი გამოვიდა. მას მქუხარე აპლოდისმენტებით 6-ჯერ შეაწყვეტინეს სიტყვა. ყველაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტი მერკელმა მაშინ დაიმსახურა, როცა ის პირველ რიგში მჯდომ უკრაინის პრეზიდენტ პიოტრ პოროშენკოს მიესალმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი გამოსვლა კონსტიტუციის ციტირებით დაიწყო: „უკანასკნელი წლების მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთის გაფრთხილება, რომელიც ევროპული თავდაცვის ღრმა, სისტემურ პრობლემებს და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებს ეხებოდა, სიმართლეს შეესაბამებოდა. სტაბილურობის კონსტიტუცია, რომელიც გაეროს წესდებაზე და ჰელსინკის პრინციპებზეა დაფუძნებული, დიდი ხანია ამერიკის და მისი მოკავშირეების მიერ დარღვეულია იუგოსლავიაში, ერაყსა და ლიბიაში, ასევე ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით. „საერთო ევროპული პროექტი“ ვერ განხორციელდა ზუსტად ამ მიზეზით, რომ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში არ ხელმძღვანელობდნენ ინტერესების პატივისცემით, არამედ თავს ცივი ომის გამარჯვებულებად თვლიდნენ.“

მისი თქმით, ბოლო 25 წელიწადი დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დომინანტი იყოს მსოფლიოში და ევროპის გეოპოლიტიკური სივრცე დაიპყროს. მისი აზრით, დასავლეთი და ამერიკა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად არ ხელმძღვანელობს იმ პრინციპებით, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი ავღანეთში, ლიბანში, ერაყში, იემენში, მალიში, სამხრეთ სუდანში. თავისი გამოსვლის ბოლოს მინიტრმა ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინის პრობლემა არ შეიძლება ძალის გამოყენებით მოგვარდეს.

სკანდალი კითხვა-პასუხის რეჟიმისას დაიწყო, როცა ევროპარლამენტის საშინაო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელმარ ბროკმა სერგეი ლავროვს განუცხადა, რომ რომ რუსეთმა ძირითადი საერთასორისო ნორმა დაარღვია, როცა ყირიმი მიიერთა. რეპლიკაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინსტრმა უპასუხა, რომ რუსეთი გაეროს წესდების მიხედვით მოქმედებდა: „გაეროს წესდებაში არის რამდენიმე პრინციპი, ერის თვითგამორკვევის შესახებ, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კი პატივსაცემია“. მის ამ პასუხს ხმამაღალი სიცილი და კომენტარები მოყვა თითქმის 20 ქვეყნის მეთაურის და 60 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მხრიდან.

ლავროვმა თავშეკავებულად უპასუხა ბროკს, რომ როცა ეს უკანასკნელი სვამდა შეკითხვას, მასაც ეცინებოდა ამაზე, მაგრამ თავი შეიკავა. შემდეგ კი დასავლეთი კრიმის მიმართ „ორმაგ სტანდარტებში“ დაადანაშაულა და თქვა, რომ კოსოვოში არ ჩატარებულა რეფერენდუმი, და გერმანიაც რეფერენდუმის გარეშე გაერთიანდა, რომლის აქტიური მომხრეც იყო რუსეთი. მის ამ სიტყვებს დეპუტატების მხრიდან სტვენა და ყვირილი მოყვა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ლავროვი სცენის დატოვებას აპირებდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. დარბაზის დამშვიდების შემდეგ მან თქვა: „რუსეთის პიზიციაზე შეიძლება იცინო. სიცილი სიცოცხლეს აგრძელებს.“

banner
წინა სტატიაშიასი წლის ქალბატონი უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი თანამდებობას ტოვებს?