ლაგოდეხში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ორი პირი ამხილეს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1979 წელს დაბადებული იოსებ წ. და 1987 წელს დაბადებული დავით კ. უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა იოსებ წ. და დავით კ. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 4 კილო და 800 გრამი თევზი და ელექტროშოკის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. შსს-ს ცნობით, ორივე მხილებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება აკრძალული საშუალებით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ამბასადორიალის დასასრულს საქართველოს ელჩებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიათბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტროენერგია შეეზღუდებათ