ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 44 წლის რეინჯერი გარდაცვლილი იპოვეს

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 44 წლის რეინჯერი სავარაუდოდ იარაღიდან გაუფრთხილებლობით მისივე გასროლის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 44 წლის რეინჯერი კერძო სამონადირეო მეურნეობაში მუშაობდა და დაჭრილ მდგომარეობაში სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამშრომელმა აღმოაჩინა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. მას ჭრილობა საფანტის თოფიდან ჰქონდა მიყენებული. უწყების ცნობით, იარაღი გარდაცვლილის სახელზე იყო რეგისტრირებული.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: როგორც ქართველ და თავისუფალ ადამიანს, მე მჯერა რომ შესაძლებელია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა
შემდეგი სტატია“არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“