“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ხანდახან პროვინციალიზმში გადადის”

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან აფხაზეთის რკინიგზაზე საუბარი არ ყოფილა.

ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გრიგორი კარასინისა და მის შეხვედრაზე რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებული კონკრეტული განხილვა არ მომხდარა.

“კულუარული ინფორმაციები და შეთქმულების თეორიები ჩვენში რომ უყვართ, ისე არსად და მერე ეს ხანდახან გადადის პროვინციალიზმში. მე შეხვედრის დასრულებისთანავე ვთქვი, რომ არანაირი კონკრეტული, დეტალური განხილვა რკინიგზის აღდგენის შესახებ არ ყოფილა. კულუარული შეხვედრები რომ გვინდოდეს, რაღა პრაღაში შევხდებით ვინმეს. მე ვერ ვხედავ მათ განსაკუთრებულ დაინტერესებას, მაგრამ არანაირი კონკრეტული განხილვა არ ყოფილა”,-განაცხადა აბაშიძემ

შეგახსენებთ, რომ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა,რომ შეხვედრაზე განხილვის თემა აფხაზეთის რკინიგზის საკითხიც იქნება, თუმცა დასძინა, რომ რკინიგზის თემის განხილვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების გარეშე შეუძლებელია.

2006 წლის დასაწყისში საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან და სომხეთთან შესაძლო ერთობლივ კონსორციუმზე მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავდა რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის რეაბილიტაციას, თუმცა მაშინდელ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი 2012 წლიდან მიმდინარეობს, სადაც მოლაპარაკების ძირითად თემას რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციულ ჯარიმაზე გამოცხადებული ამნისტია ამოქმედდა
შემდეგი სტატია“უნდა დაიწყოს პრივატიზირების პროცესი და მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება,”