კუდამოძუებული ხალხი და მოგულავე ხელისუფლება

კუდამოძუებული ხალხი და მოგულავე ხელისუფლებათბილისში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” ჟურნალისტი ნანა გაგუა ეხმიანება:
“რა უცებ ინავლება ხოლმე რაღაცები, არა?
შუა ქალაქში ვაჟკაცი კაცი ვეფხვმა დაგვიგლიჯა. მერა რააა….
გაგიჟებულმა მდინარემ გადაგვიარა და წაგვლეკა. მერე რააა….
გუშინ შენობა დაემხო და დაიღუპნენ ლუკმა-პურის მაძიებელი საბრალო ადამიანები. მერე რაააა…..
მერე რა და ჯანდაბაააა!!!! ვინ არის დამნაშავე? ვინ ითხოვს რამეზე პასუხს? ვინ უდგება კვალში ნაძირალა დამნაშავეებს?
არც არავინ! ახლა მთავარია, ვინ შეკაზმავს ცხენს! დანარჩენი ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია!!!!!! და ვრჩებით ასე, კუდამოძუებულები და პირში ჩალაგამოვლებულები”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნანა გაგუა

banner
წინა სტატიაშიგალში საკადრო წმენდა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთები მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 12 ივლისს 09:00 საათიდან გაიყიდება