კუბლაშვილი დაღუპულ პოლიციელებზე კომპენსაციის გაზრდას ითხოვს

პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილი, ბოლო დროს კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლოციელების თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოდის ინიციატივით, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს, სახელმწიფომ კომპენსაციის თანხა გაუზარდოს..
,,მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს. კრიმინალმა შეიწირა კიდევ ერთი ღირსული ქართველის სიცოცხლე. ამ ფაქტმა უნდა დაგავფიქროს პოლიციის ინსტიტუტზე, მისადმი დამოკიდებულებაზე, სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პოლიცის საქმიანობისადმი. როგორც არასდროს პოლიციას დღეს სჭირდება თანადგომა თითოეული მოქალაქის მხრიდან. ამ თანადგომას როგითი პოლიციელები უნდა გრძნობდნენ ყველა ინსტიტუტისგან, თითოეული მოქალაქისგან, იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სამწუხაროდ თავიანთი უგუნური პოლიტიკით ამ მიმართულებით არამხოლოდ საკადრო პოლიტიკას ვგულისხმობ, ვგულისხმობ დამოკიდებულებას პოლიციელებისადმი ძალიან ბევრწილად დააზიანა ეს ინსტიტუტი და მე დარწმუნებული ვარ რომ თითუეული მოქალაქის ჩართვა საჭიროა იმაში რომ პოლიციელები თავს გძნობდნენ მყარად კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის მათი უპირველესი მოვალეობა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით რიგითი პოლიციელების, იმ ადამიანების გვერდით რომლებიც იბრძვიან კრიმინალის წინააღმდეგ და რომელთა მიზანია წესრიგი დაამყარონ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით რმ გასწორდეს ერთი ხარვეზი, რომელიც არის კანონმდებლობაში. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება ოჯახისთვის შეადგენს კანონის თანახმად 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარს. მაშინ როცა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეებისათვის ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება არის 100 000 ( ასი ათასი) ლარი. ჩვენ გვინდა ხაზი გაუსვათ რომ ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ არის ისეთივე ბრძოლა ქართული სახელმწიფოსთვის როგორიც არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიები უნდა იყოს ზუსტად ისეთივე როგორიც ტერიტორიული მთლიანობისათვის, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის, მსგავს შემთხევაში გარდაცვალების შემთხვევაში. ბუნებრივია ჩვენ უსურვებთ თითოეულ პოლიციელს კრიმინალთან ბრძოლაში იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც რომ ასეთ შემთხვევაში სოციალური დაცვა მათი ოჯახისთვის იყოს მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ ჩვენ შემოივართ წინადადებით გავათანაბროთ ეს სოციალური დაცვის გარანტია სამხედრო პირებისთვის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეებისთვის არსებული გარანტიისთის და გავხადოთ 100 000 (ასი ათასი) ლარი. ეს არის ერთი ინიციატივა მე ვფიქრობ რომ პარლამენტის მხრიდან იქნება ხაზგასმული თანადგომა პოლიციელების მიმართ. დღეს პოლიციელებს ეს სჭირდებათ. პარლამენტშიც გვერძე უნდა გადავდოთ თითოეულმა წევრმა ყოველგავრი პოლიტიკური განსხვავებები პოლიტიკურ მოსაზრებებში, რომელიც დარჩება აუცილებლად და ბევრი რამ გვაქვს საკამათო მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პოლიციელებთან დამოკიდებულებასთან მიმართებაში მაგრამ ამ საკითხში მე ვფიქრობ რომ პარლამენტი უნდა იყოს ერთიანი. და კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ ესეთი ქმედებებით ის სულისკვეთება რომელიც პოლიციელებში იყო და რომელიც უნდა აღვადგინოთ არ იქნება საკმარისი მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმით ამის გაკეთება. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ რომ გაანთავისუფლონ სპეცნაზელები რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და წინასწარ პატიმრობაში არიან დღეს და შეწყდეს ყოველგვარი ბრძოლა სპეცნაზელების წინააღმდეგ, სამართებლივი დევნა მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალებას ისინი ებრძოდნენ კრიმინალს ისევე როგორც ებრძოდა ბექა მარგიშვილი. და სწორედ ამიტომ ამ ადამიანების სპეცრაზმელების მიმართ სამართლებლივი დევა არის ის რაც ყველაზე მეტად აზიანებს დღეს პოლიციას. თუ ხელისუფლებას უნდა გვერდში დაუდგეს პოლიციასდა კრიმინალთან მებრძოლ თითოეულ თავის მოსამსახურეს ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ ეს შეწყდეს ყოველგავრი დევნა სპეცნაზელების წინააღმდეგ,, აცხადებს  პავლე კუბლაშვილი

banner
წინა სტატიაშიდღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილისა და Global Alliance for Health and Social Compact-ის ექსპერტებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის საკითხები განიხილეს