კუბლაშვილი გვენეტაძემ შეცვალა-სად განაგრძობს მოღვაწეობას სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე?

kote kublashvili

კოტე კუბლაშვილი დღეს უზენაეს სასამართლოში მისი შემცვლელის წარდგენას დაესწრო. ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლოს ხარვეზებსა და მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

“სტაბილურობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მოსამართლეები არიან შეუცვლელები. ეს კონსტიტუციური პრინციპია და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს. წარმატება იქნება ყველა შემთხვევაში, თუ ის ხარვეზები, რაც ჯერ კიდევ რჩება სასამართლოში, აღმოიფხვრება და ის მიღწევები, რაც გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება,” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

მისი თქმით, ის ჯერ საქართველოში რჩება და მოღვაწეობას უნივერსიტეტში განაგრძობს. კუბლაშვილმა ევროპის საბჭოდან შემოთავაზებაც მიიღო, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია და გადაწყვეტილებაც ჯერ არ მიუღია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დევნილთა ახალ ჩასახლებაში წყლის მილები გასკდა
შემდეგი სტატიამმართველი კოალიცია პრეზიდენტთან დებატების გამართვის წინააღმდეგია